ევროკავშირის საბჭომ ირანს სანქციები 2020 წლის 13 აპრილამდე გაუხანგრძლივა
ევროკავშირის საბჭომ ირანს სანქციები 2020 წლის 13 აპრილამდე გაუხანგრძლივა. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
მიზეზი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობაა.
სანქციები ეხებათ 82 ფიზიკურ პირსა და ორ კომპანიას.
სანქციები გულისხმობს ფინანსური აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას. ირანის წინააღმდეგ ეს ზომები პირველად 2011 წელს გატარდა.