ევროკავშირის საბჭომ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა
ევროკავშირის საბჭომ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებისთვისაც სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნაა რეკომენდებული, დაემატა არგენტინა, კოლუმბია, ნამიბია და პერუ.
ამჟამად, ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია ასე გამოიყურება – არგენტინა, კოლუმბია, პერუ, ნამიბია, ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა, ჩილე, იორდანია, ქუვეითი, ახალი ზელანდია, ყატარი, რუანდა, საუდის არაბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ურუგვაი და ჩინეთი ნაცვალგების პრინციპით.
ევროკავშირის საბჭოს მიერ სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყნების სიის გადახედვა ყოველ ორ კვირაში ხდება.