ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ე.წ. ლურჯი ბარათის გაცემის წესების გამარტივებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ე.წ. ლურჯი ბარათის გაცემის წესების გამარტივებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმებაში არ მონაწილეობენ დანია და ირლანდია.
აღნიშნული შეთანხმების საბოლოოდ დამტკიცება ევროკავშირში მაღალკვალიფიციური უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მიღებასა და დასაქმებას გაამარტივებს.
ინიციატივა ახლა ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა, რის შემდეგაც, ეროვნულ კანონმდებლობასთან ახალი ნორმების შესათავსებლად ევროკავშირის წევრებს ორწლიანი ვადა ექნებათ.
„ლურჯი ბარათი“ მესამე ქვეყნების მაღალკვალიფიციურ მოქალაქეებს ევროკავშირის 25 ქვეყანაში ცხოვრების და დასაქმების უფლებას აძლევს.
ევროკავშირისა და ევროპარლამენტის მიერ შეთანხმებული გეგმით, უნდა შემცირდეს დასაქმებულის ხელფასის მინიმალური ზღვარი და შრომითი კონტრაქტის ხანგრძლივობა.