ევროკავშირის საბჭომ ბელარუსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ ბელარუსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.
შესაბამისი დადგენილება დღეს ევროკავშირის ოფიციალურ საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდა.
„ევროკავშირის სახელით ბელარუსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების გაფორმება დაშვებულია და შესაბამისი პროცედურის დასრულების შემდეგ გაფორმდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პროცედურის დასასრულებლად საჭიროა ბელარუსში ბიომეტრიული პასპორტების გაცემის სისტემის მდგრადობისა და უსაფრთხოების შემოწმება.
სავიზო რეჟიმის გამარტივება ბელარუსის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის ღირებულების 60-და 35 ევრომდე შემცირებას ითვალისწინებს.