ევროკავშირის საბჭო საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს - წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში კანონის ამოქმედების შემთხვევაში განიხილონ ყველაზე შესაფერისი პასუხი
ბრიუსელში გამართული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის საბჭომ შემაჯამებელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
„მიმდინარე მოვლენების ფარგლებში საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ ახალი კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებსა და სულისკვეთებას. წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი ივნისის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე შესაძლო გადაწყვეტილების მიღების მიზნით“, – წერია განცხადებაში.