ევროკავშირის საბჭო - ევროკავშირი მზად არის ევროკავშირის გზაზე ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, თუმცა შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ქმედებებით
ევროკავშირის საბჭო - ევროკავშირი მზად არის ევროკავშირის გზაზე ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, თუმცა შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ქმედებებით

ევროკავშირი მზად არის ევროკავშირის გზაზე ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, თუმცა სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ქმედებებით, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, საქართველოს საკითხი საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დღის წესრიგშია შეტანილი.

„საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დღის წესრიგში საქართველოა. ევროკავშირი მზად არის ევროკავშირის გზაზე ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, თუმცა სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ქმედებებით, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს გვერდზე გავრცელებულ პოსტში.