ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა
ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიკელსონმა, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა, ასევე ფინეთისა და პოლონეთის პარლამენტების წარმომადგენლებმა.
ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენელთა გამოსვლების შემდეგ რუსთაველის გამზირზე აჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.