ევროკავშირის რვა ქვეყანა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბიუჯეტის 25 პროცენტის დახარჯვის ინიციატივით გამოდის
ევროკავშირის რვა ქვეყანა კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ბიუჯეტის 25 პროცენტის დახარჯვის ინიციატივით გამოდის.
საფრანგეთის, ბელგიის, დანიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, ესპანეთის და შვედეთის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ არაუგვიანეს 2050 წლისა, ევროკავშირს სათბური გაზების ემისიის ნულოვანი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს.
განცხადებააში აღნიშნულია, რომ კლიმატურ ცვლილებებს კაცობრიობის მომავალზე ღრმა გავლენა აქვს, გასული წლის ხანძრები კი, ამის დასტურია.
გერმანიამ ერთობლივ ინიციატივასთან მიერთებისგან თავი შეიკავა.
მსგავსი ინიციატივების განსახორციელებლად, ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს მხარდაჭერაა საჭირო. 9 მაისს რუმინეთში ევროკავშირის სამიტი იწყება, სადაც ევროგაერთიანების მომავალსა და მომავალი ხუთი წლის სტრატეგიაზე იმსჯელებენ.