ევროკავშირის ქვეყნებმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზები მიიღეს
ევროკავშირის ქვეყნებმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზები მიიღეს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვიდეო მიმართვისას განაცხადა.
„დღეს მიწოდების დღეა და ხვალ ევროკავშირის მასშტაბით ვაქცინაციები დაიწყება. ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის ერთდროულად გახდა ხელმისაწვდომი. ადამიანები მიიღებენ ვაქცინას ათენში, რომში, ჰელსინკიში, სოფიაში, ყველგან. ჩვენი ევროპის ვაქცინაციის დღეები ერთიანობის ამაღელვებელი მომენტი და ევროპის წარმატების ისტორიაა. ძალიან მალე ჩვენ კიდევ მეტი ვაქცინა გვექნება, მას შემდეგ, რაც მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა დამტკიცდება. ევროკავშირმა საკმარისი რაოდენობით ვაქცინის დოზები შეიძინა, რათა ჩვენი მთლიანი მოსახლეობის 450 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია შევძლოთ“, – აცხადებს ფონ დერ ლაიენი.
ევროპის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციები ხვალ, 27 დეკემბერს დაიწყება.