ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ შვიდი ქვეყანა შეუერთდა
ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ შვიდი ქვეყანა შეუერთდა. ინფორმაციას ბელარუსის მედია ავრცელებს.
სანქციებს შეურთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა.
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი 2 ოქტომბერს დაამტკიცა, ხოლო 6 ნოემბერს სანქციები გააფართოვა.
სანქციების ფარგლებში შედგენილი შავი სია 60-მდე პირს მოიცავს, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მის დამხმარეს ვიქტორ ლუკაშენკოს, ასევე ლუკაშენკოს პრესმდივან ნატალია ეისმონტს.