ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგი ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის იდენტურია და თებერვალში 8.1 პროცენტი შეადგინა
ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგი ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის იდენტურია და თებერვალში 8.1 პროცენტი შეადგინა

2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით, 2023 წლის თებერვალში ინფლაციამ 8.1 პროცენტი შეადგინა, რაც იდენტურია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითაც, გასულ თვეში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 8.1 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 13.1%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 7.4%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 3.9%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 11.2%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – 11.1%; ჯანმრთელობის დაცვა – -7.9%; ტრანსპორტი – 2.7%; კავშირგაბმულობა – -2.8%; დასვენება, გართობა და კულტურა – 5.2%; განათლება – 7.4%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 14.0%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 11.0%.