ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, პასუხისმგბელობა აიღოს MH17-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით და გამოძიებასთან ითანამშრომლოს
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, პასუხისმგბელობა აიღოს MH17-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით და გამოძიებასთან ითანამშრომლოს

ევროკავშირის ლიდერები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, აიღოს პასუხისმგებლობა დონბასში, რეის MH17-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით და სრულად ითანამშრომლოს გამოძიებასთან სიმართლის დასადგენად. ამის შესახებ ნათქვამია ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე, ევროკავშირის საბაჭოს მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში. ამავე დროს, დოკუმენტში არ არის მითითებული, კონკრეტულად რაზე უნდა აიღოს რუსეთმა პასუხისმგებლობა.

„ევროპული საბჭო ადასტურებს რეის MH17-ის ჩამოგდების შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 2166-ე მხარდაჭერას. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, აიღოს პასუხისმგებლობა და ყველა ძალისხმევით სრულად ითანამშრომლოს სიმართლის, სამართლისა და პასუხისმგებლობის დასადგენად.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ, 2014 წლის ივლისში მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ და სახელმწიფოებმა ამისთვის გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ.

საერთაშორისო ექსპერტებმა 24 მაისს რეის MH17-ის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს, რა დროსაც განაცხადეს, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი რუსეთის შეიარაღებული ძალების რაკეტით ჩამოაგდეს. ამის შემდეგ ნიდერლანდების და ავსტრალიის მთავრობებმა დონეცკის ოლქში 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ოფიციალურად დააკისრეს.

კუალა-ლუმპურიდან ამსტერდამში მიმავალი ავიალაინერი რეისით MH17, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, 2014 წლის 17 ივლისს „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს.