ევროკავშირის ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გეგმა დაამტკიცეს
ევროკავშირის ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გეგმა დაამტკიცეს. ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ავრცელებს.
ლონდონისა და ბრიუსელის მიერ შეთანხმებულ სამოქმედო გეგმასთან ერთად ლიდერებმა ერთობლივ პოლიტიკურ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს ეხება.
როგორც BBC-ი იუწყება, ევროკავშირის ლიდერებმა შეთანხმებაზე მსჯელობას სულ 40 წუთი მოანდომეს. თუმცა, ევროპელი ლიდერების თანხმობა არ ნიშნავს, რომ სამოქმედო გეგმა ძალაში შედის. ის მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მას დიდი ბრიტანეთის პარლამენტი უყრის კენჭს, შემდეგ კი ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი დაამტკიცებენ.