ევროკავშირის ლიდერებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული მისწრაფება კიდევ ერთხელ დაადასტურეს
ევროკავშირის ლიდერებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული მისწრაფება კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ევროპელი ლიდერები აცნობიერებენ და აღიარებენ, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება აუცილებელია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. საბჭო იმეორებს 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციას, რომელიც აღიარებს აღმოსავლეთ პარტნიორთა ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებშია ნათქვამი.
„ევროკავშირი ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ადამიანთა შორის კავშირების თუ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას, რაც მათი მდგრადობის განმტკიცებას მოემსახურება. საბჭო იმეორებს 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციას, რომელიც აღიარებს აღმოსავლეთ პარტნიორთა ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებშია ნათქვამი და ასევე, მათი ამოქმედების კონტექსტში. საბჭო ასევე ხაზს უსვამს ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობების გაღრმავებას“, – ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.