ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, მოსკოვის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდება
ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო, მოსკოვის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პრესპიკერმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გაერთიანების ლიდერების გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მოსკოვმა მინსკის შეთანხმების გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა.
სანქციები ფორმალურად 2021 წლის 31 ივლისამდე გასტანს. ევროკავშირის ლიდერები საკითხის შემდგომ გადახედვას ივნისში გეგმავენ.