ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, გაერთიანება უფრო აქტიურად შეებრძოლება კორონავირუსის შესახებ ყალბ ახალ ამბებს
ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, გაერთიანება უფრო აქტიურად შეებრძოლება კორონავირუსის შესახებ ყალბ ახალ ამბებს

ევროკავშირი უფრო აქტიურად შეებრძოლება კორონავირუსის შესახებ ყალბ ახალ ამბებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის ლიდერებმა სამიტის პირველ დღეს მიიღეს.

ამასთან, ევროპელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს ვაქცინაციის დაჩქარების მიზნით ევროკავშირში ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის წარმატების შესახებ. ამავე დროს აღნიშნეს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ რთული რჩება, მათ შორის ლატვია და რუმინეთი დასახელდა.

ევროკავშირის ლიდერებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პანდემიის პირობებში, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის მოქალაქეების გადაადგილების კონტროლისთვის კვლავ კოორდინირებულად იმოქმედებენ.

ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ აუცილებელია ყველა ბარიერის მოხსნა, რათა მსოფლიოს ყველა ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმეგო ვაქცინები დროულად მიიღოს.

ევროკავშირის ლიდერების სამიტი ორდღიანია და ის დღესაც გაგრძელდება. განხილვის თემებს შორის იქნება ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასები, ასევე მიგრაციული პოლიტიკა და სხვა საკითხები.