ევროკავშირის ლიდერების ერთობლივი განცხადება - ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო პირობების შესრულებაში
ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში სამიტის პირველი დღე უკრაინაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე ერთობლივი განცხადების მიღებით დაასრულეს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.
სამიტის დასკვნით დოკუმენტში წერია, რომ ევროპული საბჭო აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებს. ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს მას ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო პირობების შესრულებაში.
სამიტის მონაწილეები საუბრობენ უკრაინისა და მოლდოვას პროგრესის შესახებ. ერთობლივი განცხადების თანახმად, ლიდერები აღიარებენ უკრაინის არსებით ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში აუცილებელი პირობების შესასრულებლად და მოუწოდებენ უკრაინას, გააგრძელოს რეფორმების გზა.
ეს ევროკავშირის ლიდერების პირველი შეხვედრაა ბრიუსელში მას შემდეგ, რაც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ რეფორმების პროგრესზე ზეპირი მოხსენება წარადგინა.