ევროკავშირის ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საქმიანობასთან დაკავშირებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საქმიანობასთან დაკავშირებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში.
„ევროკავშირი წევრი ქვეყნების ინტერესების დაცვისა და რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნების ერთგული რჩება“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში.
ლიდერები მიმართავენ ევროკავშირის საბჭოს, შეიმუშაონ სიები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის არასანქცირებულ ქმედებებთან დაკავშირებით შემზღუდავი ზომების დასაწესებლად.
გარდა ამისა, ევროპელი ლიდერები ევროკომისიასა და საგარეო პლიიტკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს ავალებენ, 2021 წლის მატამდე წარადგინოს ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით ქმედებების ვარიანტები.
„სამწუხაროდ, თურქეთი ჩართულია ცალმხრივ ქმედებებსა და პროვოკაციებში, ევროკავშირის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპელი ლიდერების წინააღმდეგ რიტორიკას აძლიერებს. თურქეთის ცალმხრივი დ აპროვოკაციული საქმიანობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში კვლავ გრძელდება, მათ შორის კვიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს თურქეთის მიერ ხომალდ „ორუკ რეისის“ გაყვანას და ითხოვს მდგრად დეესკალაციას, ასევე საბერძნეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამავე დროს, საბჭო ადასტურებს, რომ ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებს წარმოადგენს თურქეთან თანამშრომლობისა და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარება.