ევროკავშირის ლიდერები დღეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ
ევროკავშირის ლიდერები დღეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. სამიტი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებაშია ნათქვამი, ის, რაც ბელარუსში მოხდა, მიუღებელია.

„9 აგვისტოს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. შემდგომი ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე შოკისმომგვრელი იყო და უნდა იყოს დაგმობილი. ამ ქმედებების ჩამდენმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ევროკავშირმა დაიწყო სანქციებზე მუშაობა. ბელარუს ხალხს აქვს უფლება, თავად განსაზღვრონ მომავალი. ამისათვის ძალადობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს მშვიდობიანი და ინკლუზიური დიალოგი. ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა ასახოს ხალხის ნება. არ უნდა იყოს გარე ჩარევა“, – ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.