შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა 14 ივნისს გაიმართება
შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა 14 ივნისს გაიმართება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირი ავრცელებს.

როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, შარლ მიშელსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა 14 ივნისს გაიმართება.