ევროკავშირის დედამიწის კვლევის სააგენტო - 2019 წლის ივნისი ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო
2019 წლის ივნისი ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო. ამის შესახებ ევროკავშირის დედამიწის კვლევის სააგენტო „კოპერნიკი“ იუწყება.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ მონაცემებშია აღნიშნული, გასულ თვეში საშუალო ტემპერატურა სხვა წლების მაჩვენებელს ორი გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა.
ამასთან, გასული კვირა ყველაზე ცხელ თვეში პიკს წარმოადგენდა. ამ პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ამ ტალღაში ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი და ავსტრია მოყვნენ.
ევროკავშირის დედამიწის კვლევის სააგენტოს ცნობით, აღნიშნული კვირის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი სხვა წლების მაჩვენებელს 10 გრადუსით აღემატებოდა. ანომალურად მაღალმა ტემპერატურას ცალკეულ შემთხვევებში ფატალური შედეგები მოჰყვა.