ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს
ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე სავარაუდოდ საქართველოში დღეს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრას დაესწრება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა შექმნა ქვეყანაში სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა.
„შესაბამისად, ამ ფონზე ჩვენთვის მნიშვენელოვანია, ფასილიტატორ ელჩებს და დიპლომატიურ კორპუსს გავაცნოთ ჩვენი შეხედულებები, ჩვენი შეფასებები. ვიმსჯელოთ იმაზე, რა შეიძლება იყოს მათი როლი, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლა. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ვხედავთ, რომ ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეცვალოს პოლიტიკა, თუ სურს ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპასა და ნატო-ში იყოს. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.