მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ელჩთან. ცხადია, ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, მის გადარჩენაზე. იმაზეც, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პირდაპირ მიბმულია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩთან საუბარი ასევე შეეხეო ნიკა გვარამიას საკითხს.
„ყველა კარგად აცნობიერებს, რომ პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება, ეს პერსპექტივა შესაძლოა, ათწლეულებით გადაიწიოს იმ შემთხვევაში, თუ ფატალურად დამთავრდა პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. ცხადია, ვისაუბრეთ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, 12 პუნქტის შესრულებაზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ამ 12 პუნქტის შესრულებისას არის. „ქართული ოცნება“, უბრალოდ, ცდილობს, რომ ეს ყველაფერი არ შეასრულოს და მეტიც, საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი, ამისთვის ყველაფერს აკეთებს რუსული ოცნება და მმართველი პარტია.
ცხადია, ჩვენ გვქონდა საუბარი გამოსავლის გზებზე და იმაზეც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მზად იქნება ყველა გამოწვევისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნების პარალელურად. სხვა შემთხვევაში, რაიმე სხვა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა უბრალოდ არის შეუძლებელი. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კრიმინალურმა ხელისუფლებამ უნდა იცოდნენ, როგორც ქვეყნის გარედან იქნება წნეხი, აუცილებლად ექნება ქვეყნის შიგნითაც მაშინვე, როგორც კი ჩვენ მოვახერხებთ მობილიზებას, გააქტიურებას, ლოჯისტიკის აწყობას, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მალე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.