ევროკავშირის ელჩებმა მიგრაციის რეფორმის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირის ელჩებმა მიგრაციის რეფორმის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც იტალიამ და გერმანიამ გადაჭრეს უთანხმოება ხმელთაშუა ზღვის სამაშველო არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით.
შეთანხმება საფუძვლად დაედება წევრ ქვეყნებსა და ევროპარლამენტს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს.
ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ თავიანთი პოლიტიკის გადახედვას, რათა უზრუნველყონ ერთობლივი მოქმედება თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაკადის შემთხვევაში.
შეთანხმება მიზნად ისახავს ზეწოლის შემსუბუქებას ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა იტალია და საბერძნეთი, რომლებიც იღებენ მიგრანტების მნიშვნელოვან ნაკადს, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადანაწილების გზით.
განხორციელების შემთხვევაში, შეთანხმება მოითხოვს იმ ქვეყნებისგან, რომლებიც უარს იტყვიან თავშესაფრის მაძიებლების მიღებაზე, კომპენსაცია გადაუხადონ იმ ქვეყნებს, ვინც მათ მიიღებს.