ევროკავშირის ელჩებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს
ევროკავშირის ელჩებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს. შემზღუდავი ზომები მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ დაწებული სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ბელგია ავრცელებს.
„ეს პაკეტი გააძლიერებს უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საპასუხოდ ჩვენ მიერ დაწესებულ ზომებს, მათ შორის, სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ბელგიის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა შეზღუდვებს მოიცავს შეთანხმებული სანქციების ახალი პაკეტი.