ევროკავშირის დიპლომატები რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის დიპლომატები რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები ექვსი თვით გახანგრძლივდება.
5 სექტემბერს სანქციების საკითხს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს.
გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე, ევროკავშირმა „უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევასთან“ დაკავშირებით ზომების განხილვა დაიწყო.
ევროკავშირმა ინდივიდუალური სანქციები 2014 წლის მარტში დააწესა. სასანქციო სიაში 155 ფიზიკური პირი და 44 ორგანიზაციაა შესული.