ევროკავშირის დელეგაცია უვიზო მიმოსვლასა და ლტოლვილთა საკითხებზე სასაუბროდ თურქეთს ეწვევა
უვიზო მიმოსვლის შეთანხმებასა და ლტოლვილთა საკითხებზე სასაუბროდ ევროკავშირის დელეგაცია თურქეთს მაისში ესტუმრება. შენგენის ზონაში თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის სამუშაო გეგმა შესწავლის პროცესშია.
ევროკომისიის ტექნიკური დელეგაცია 7 კრიტერიუმზე გაამახვილებს ყურადღებას.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისთვის ბრიუსელმა ანკარას 72 კრიტერიუმი წარუდგინა.
ეგესოსის ზღვაში არალეგალური მიგრაციის შეზუდვის მიზნით, 2016 წელს თურქეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, თურქეთმა ადამიანთა ტრეფიკინგში ჩართული პირების წინააღმდეგ მკაცრი ზომები უნდა გაატაროს და სამ მილიონამდე სირიელი ლტოლვილის პირობები გაამჯობესოს. ევროკავშირმა ლტოლვილების პრობლემის მოსაგვარებლად 3 მიალიარდი ევროს გამოყოფის ვალდებულება აიღო. შეთანხმება ასევე მოიცავს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას და თურქეთის მოქალქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას.