ევროკავშირის დელეგაცია სომხეთში - აუცილებელია მხარეებმა დიალოგის გზით შეთანხმებას სწრაფად მიაღწიონ
ევროკავშირის მისია სომხეთში, ერევანში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. დელეგაციის წევრები მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
„ევროკავშირის დელეგაცია მიესალმება სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანის ინიციატივას, რომელიც დემონსტრანტებსა და მთავრობას შორის დიალოგის დაწყებისკენ არის მიმართული.
ამასთან, ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ დღეს სერჟ სარგისიანსა და ნიკლ ფაშინიანს შორის გამართული ხანმოკლე შეხვედრის დროს ვერ მოხერხდა სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდება.
„ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება და პასუხისმგებლობა, ასევე მისწრაფება, რათა გამოსავალი რაც შეიძლება სწრაფად იყოს ნაპოვნი”, – ნათქვამია ევროკავშირის დელეგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.