ევროკავშირის 23 წევრი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდა
ევროკავშირის 23 წევრი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდა.
ხელშეკრულებას დანიამ, ირლანდიამ, მალტამ, პორტუგალიამ და დიდმა ბრიტანეთმა არ მოაწერეს ხელი.
ევროკავშირის საბჭოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი შეთანხმება საფუძველს დაუდებს ევროპის ქვეყნების ახალ „თავდაცვით და სამხედრო კავშირს.“
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, იმ 5 სახელმწიფოს, რომელმაც ამ ეტაპზე ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერს, პროექტში ჩართვა მომავალში შეეძლებათ.
ახალი ხელშეკრულების ხელმომწერები სამხედრო ბიუჯეტის რეგულარულ გაზრდაზე თანხმდებიან. ეს არის იმ 20 პრინციპებიდან ერთ-ერთია, რომლის დაცვაც სავალდებულოა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა ხელშეკრულებას “ისტორიული” უწოდა. ახალ პროექტს მხარი დაუჭირა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.
შეთანხმება ითვალისწინებს 5 მილიარდ ევროს მოცულობის ფონდის დაფუძნებას. ამ ფონდში მობილიზებული თანხა იარაღის შესაძენად და სხვადასხვა სამხედრო ოპერაციების დასაფინასებლად დაიხარჯება.
ოფიციალურად სამხედრ სფეროში ახალი თანამშრომლობა 11 დეკემბრიდან დაიწყება. სწორედ ამ დროს გაიმართება ევროკავშირის საბჭოს მორიგის სხდომა, სადაც შეთანხმებას უნდა დაამტკიცონ.