ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს
ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს

ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ამ წუთებში კონსულტაციები მიმდინარეობს.

შეხვედრა იმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. შეხვედრას ოპოზიციიდან რამდენიმე პარტია ესწრება, მათ შორის „გირჩი“, „მოქალაქეები“, პარტია „საქართველოსთვის“ და ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე.

შეხვედრაში მმართველი გუნდიდან მონაწილეობენ ანრი ოხანაშვილი და მიხეილ სარჯველაძე.

შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის ფარგლებში დისკუსიის მთავარი თემა არის რეკომენდაციებიდან პირველი პუნქტი, რაც ეხება ქვეყანაში დეპოლარიზაციას. დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ იმის თაობაზე, ვინ როგორ ხედავს ქვეყანაში დეპოლარიზაციას.