ევროკავშირი ვაშინგტონს მოუწოდებს, ჰააგის სასამართლოს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს
ევროკავშირი ვაშინგტონს მოუწოდებს, ჰააგის სასამართლოს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს.
ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა აშშ-ის ამ ნაბიჯს „მიუღებელი და უპრეცედენტო“ უწოდა.
„აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული სანქციები მიუღებელი და უპრეცედენტო ზომების, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებებისა და სასამართლო განხილევებისთვის ხელის შეშლის მცდელობაა“,- ნათქვამია ბორელის განცხადებაში.
ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების მეთაურის თქმით, ჰააგასი საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეს.
„აშშ-მა უნდა გადახედოს საკუთარ პოზიციას და გააუქმოს მიღებული ზომები. დაუსჯელობა არასდროს უნდა იყოს განხილვის საგანი“, – განაცხადეს ევროკავშირში.
ვაშინგტონმა ჰააგის სასამათლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასა და იუსტიციის დეპარტამენტის უფროსის, ლესოტელი ფაკისო მოჩოჩოკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ 2 სექტემბერს განაცხადა. აშშ-ის პრეზიდნეტის ადმინისტრაციამ შესაბამისი ზომა მას შემდეგ მიმართა, რაც საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელი სამხედროების მიერ ავღანეთში ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების გამოძიება წამოიწყო.
ტრამპის ადმინისტრაციაში ჰააგის სასამართლოს „კორუმპირებული“, „არაეფქტური“ და „ძალზე პოლიტიზებული“ უწოდეს.
აშშ-ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილების უკან წაღება მოსთხოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, აშშ-ის სანქციები „სერიოზული თავდასხმაა“ სასამართლოზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც მას მხარს უჭერენ. ფრანგი დიპლომატის განცხადებით, ეს ასევე წარმოადგენს გამოწვევას „მულტილატერალიზმისთვის და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისთვის“.