ევროკავშირი - უმკაცრესად ვგმობთ „ჰამასს“, მის სასტიკ, განურჩეველ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის მასშტაბით
ევროკავშირი - უმკაცრესად ვგმობთ „ჰამასს“, მის სასტიკ, განურჩეველ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის მასშტაბით

ევროკავშირი უმკაცრესად გმობს „ჰამასს“ და მის სასტიკ, განურჩეველ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის მასშტაბით, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ადამიანების სიცოცხლის დანაკარგის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელს აქვს უფლება, „დაიცვას თავი ჰუმანიტარული და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ძალადობრივი და განურჩეველი თავდასხმების ფონზე“.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ზომების მიღების მოწოდებით გამოდის.