ევროკავშირი უკრაინას მილიარდი ევროს მაკრო-ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თანხა უკრაინის ეკონომიკური სტაბილიზაციისა და სტრუქტურული რეფორმების პროგრამას მოხმარდება.
ეს ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის მესამე ფინანსური დახმარება იქნება.
ერთმილიარდიანი დამხარების პაკეტის მიღების პირობად ევროკავშირმა კორუფციის წინაამდეგ ბრძოლასა და მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგრამის განხორციელება დაასახელა.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა უკრაინისთვის 2014 წელს 1,6 მილიარდი ევროსა და 2014 წელს 1,8 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
აქედან კიევმა მხოლოდ 2,81 მილიარდი ევრო მიიღო. 2018 წლის იანვარში ევროკავშირმა ურკაინისთვის 600 მილიონი ევროს ოდენობის მესამე ტრანშის გამოყოფიაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი კიევის მიერ პირობების დაუკმაყოფილება დაასახელეს.