ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ განცხადებები ევროპელმა დიპლომატებმა დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე გააკეთეს.
მათი თქმით, თურქეთის მიერ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში დაწყებული ბურღვითი სამუშაოები ევროკავშირისთვის მიუღებელია. ბრიუსელში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ კვიპროსს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთმა კვიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ორი ხომალდი გააგზავნა, მათ ბურღვითი სამუშაოები იმ ადგილას უნდა ჩაატარონ, სადაც ბუნებრივი აირის მსხვილი საბადო მდებარეობს. თურქეთის ქმედებები კვიპროსმა მკაცრად დაგმო, თუმცა ანკარა სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს.