ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს
ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს.
ევროკომისიის გადაწყვეტილებას დღეს ევროკავშირის საბჭოზე მხარი დაუჭირეს საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.
როგორც „როიტერი“ წერს, სომხეთთან უვიზო რეჟიმი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ქვეყანა დააკმაყოფილებს კონკრეტულ პირობებს. ამასთან, პროცესმა, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადს გასტანოს.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის თქმით, „ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე“.