ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას აგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაცია პრაღაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის მისიის მიზანი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში სომხეთის დახმარება იქნება. მისია ოქტომბერში დაიწყებს მუშაობას და სომხეთში ორი თვის განმავლობაში დარჩება.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ მათი მისიის კიდევ ერთი მიზანი ორ ქვეყანას შორის ნდობის გამყარებაა.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი აღიარებენ, რომ ერთგულები არიან გაერო-ს წესდების და „ალმა-ათის 1991 წლის დეკლარაციის“, რომელშიც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.