ევროკავშირი სომხეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობის დაწყებას ელოდება
ევროკავშირი სომხეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობის დაწყებას ელოდება. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა გაავრცელეს.
„იმედი გვაქვს, ნიკოლ ფაშინიანთან და მის მთავრობასთან ვითანამშრომლებთ ევროკავშირსა და სომხეთს შორის გაფორმებული გაფართოებული და ყოვლისმომცველი შეთახნმების იმპლიმენტაციის კუთხით, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში დემოკრატიის გამყარებას, ადამიანის უფლებისა და კანონის უზენაესობის დაცვას”,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, ოპოზციის ლიდერი, ფრაქცია „ელქის” თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი აირჩია.