ევროკავშირი საქართველოში რვა ახალ პროექტს დააფინანსებს
ევროკავშირი საქართველოში რვა ახალ პროექტს დააფინანსებს

ევროკავშირი საქართველოში რვა ახალ პროექტს დააფინანსებს, საამისოდ 11,8 მილიონი ლარია გამოყოფილი. ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ევროკავშირი ამჯერად აქცენტს აკეთებს, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვაა.

გამარჯვებული პროექტები დღეს გამოვლინდა, ისინი ძირითადად სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებს, აგრეთვე სამოქალაქო მონაწილეობას, ბავშვებზე ზრუნვასა, სანიტარიასა და ჰიგიენას ეხება.

“სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ევროკავშირისთვის, როგორც გლობალურ დონაზე, ასევე ადგილობრივად. საქართველოში.წარმოდგენილი რვა პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გაძლიერებას და ადამიანის უფლებების განმტკიცებას”,-აღნიშნა იანოშ ჰერმანმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

პროექტებზე კონკურსი 2017 წელს გამოცხადდა. კომპანიებს იდეების განსახორციელებლად მომდევნო 2 წელი აქვთ.