ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესახებ რეკომენდაციებით მიმართავს
ევროკავშირი საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით რეკომენდაციებით მიმართავს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულებას აღწერს.
ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს უვიზო რეჟიმის წესების გასაცნობად საინფორმაციო კამპანიები, ასევე, დაასრულოს მიგრაციის ანალიზის სისტემის დანერგვა.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხად ევროკომისიაში საქართველოს და ევროპოლს შორის გაფორმებული შეთანხმების სრულად ამოქმედებას ასახლებენ. ასევე, ანგარიშის ავტორები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს პოლიციის რეფორმა, ჩამოაყალიბოს დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემა და გააძლიეროს სასაზღვრო სამსახურებს შორის თანამშრომლობა.
კიდევ ერთ რეკომენდაციაში ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მეტი ძალისხმევა გაწიოს და აამოქმედოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რათა მათი იმპლემენტაცია ეფექტურად მოხდეს.