ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს
ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს, – განცხადება ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ევროკავშირი არ აღიარებას ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ არჩევნებს. ნებისმიერი პირი, რომელიც არჩეულია ყირიმის მოსახლეობის წარმომადგენლად, არ იქნება აღიარებული იმ ტერიტორიების წარმომადგენლად, რომელიც უკრაინას ეკუთვნის“,- აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
8 სექტემბერს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის რეგიონული არჩევნები ჩატარდა.