რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ ევროკავშირი ეხმაურება. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამ ქმედებითი რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტს უთხრის ძირს .
„ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღი, რომელიც მოსდევს უკრაინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და რომელიც იყო ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელი, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს უკრაინაში უფრო მეტი დესტაბილიზაციის სურვილი აქვს“, – აღნიშნულია ევროკაშრის წარმომადენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.