ევროკავშირი პირველ სამხედრო კონცეფციას 2022 წლის მარტისთვის დაამტკიცებს
ევროკავშირი პირველ სამხედრო კონცეფციას 2022 წლის მარტისთვის დაამტკიცებს. 2020 წლის ივნისში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების მიერ წარდგენილი სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტი, სახელწოდებით „ევროკავშირის სტრატეგიული კომპასი“, ნატო-ს სტრატეგიული კონცეფციის მსგავსი იქნება და სამომავლო საფრთხეებს, ამოცანებსა და თავდაცვის სფეროს ამბიციებს განსაზღვრავს.
სამხედრო კონცეფცია ევროკავშირის თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებას დააჩქარებს და ბლოკის სამხედრო დოქტრინის განსაზღვრაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
ევროკავშირის ლიდერებს ასევე სურთ 5 მილიარდი ევროს ღირებულების „ევროპული სამშვიდობო ფონდის“ შექმნა, რაც პარტნიორი ქვეყნებისთვის სამხედრო აღჭურვილობას და დახმარებას უზრუნველყოფს. ამ დროისთვის ზოგიერთი ქვეყანა საწვრთნელი მისიების გარდა, დამატებით პროგრამებს მხარს არ უჭერს.