ევროკავშირი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს
ევროკავშირი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს

ევროკავშირი ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.

შესაბამისი განცხადება ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა გააკეთა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა.

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უკვე მიმდინარეობს. შეხვედრაზე დაგეგმილია რამდენიმე ვიდეოკონფერენციაც, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწფო მდივანთ, ენტონი ბლინკენთან ერთად.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა. ნავალნი გერმანიაში მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს და მას 2.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუსეთში რამდენიმე ფართომაშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რა დროსაც პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა.