ევროკავშირი მზად არის, ბრექსიტის პროცესი 22 მაისამდე გაახანგრძლივოს
ევროკავშირი მზად არის, ბრექსიტის პროცესი 22 მაისამდე გაახანგრძლივოს იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანელი კანონმდებლები პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმას მესამე კენჭისყრაზე მხარს დაუჭერენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ევროკავშირის ლიდერები გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს დღეს ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე 90 წუთის განმავლობაში უსმენდნენ. პრემიერი შეეცადა, დაერწმუნებინა ისინი დათანხმებოდნენ ბრექსიტის პროცესის ივნისამდე გახანგრძლივებას. თუმცა, ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ ევროკავშირი მაისში ევროპარლამენტში დაგეგმილ არჩევნებამდე უნდა დატოვოს. არჩევნები კი 23-დან 26 მაისამდე პერიოდში გაიმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ ლონდონისთვის ბოლო ვადა 22 მაისი იქნება.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბრიტანელი კანონმდებლები პრემიერის გეგმას მესამე კენჭისყრაზეც ჩააგდებენ, ქვეყანა ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს.