ევროკავშირი მსხვილი ამერიკული კომპანიებისთვის ახალი, უფრო მკაცრი სამოქმედო წესების შემოღებას გეგმავს
ევროკავშირი მსხვილი ამერიკული კომპანიებისთვის ახალი, უფრო მკაცრი სამოქმედო წესების შემოღებას გეგმავს

ევროკავშირი მსხვილი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ახალი, უფრო მკაცრი სამოქმედო წესების შემოღებას გეგმავს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ, რათა უკეთ გააკონტროლონ Amazon-ის, Apple-ის, Alphabet-ისა და Facebook-ის საქმიანობა და გაზარდონ პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით კი რეკლამის სფეროში.

საუბარია ორი კანონის, ციფრული სერვისების აქტისა (DMA) და ციფრული ბაზრების აქტის (DSA) მიღებაზე. ამ ორი კანონის თაობაზე დამატებითი დეტალები ჯერ კიდევ დასამუშავებელია, ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებისთვის ახალი წესები 2023 წლამდე არ ამოქმედდება. ამის შემდეგ კი, კომპანიებს კანონების დარღვევისთვის მძიმე ჯარიმები დაეკისრებათ.

ახალი რეგულაციები ჩაანაცვლებს ე.წ. ელექტრონული კომერციის შესახებ დირექტივას, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის წინ მიიღეს.