ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რასაც უკრაინასთან დაძაბულობის გამწვავება შეუძლია
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რასაც უკრაინასთან დაძაბულობის გამწვავება შეუძლია.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვიმედოვნებ, გამწვავება, კონფლიქტი არ იქნება. ეს მიუღებელი იქნებოდა. ყველა არსებული კონტაქტი და დიპლომატიური ძალისხმევა, რეალურად მიმართულია ამის აღსაკვეთად“, – განაცხადა სტანომ.
მისი თქმით, 19 აპრილს, ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი იქნება და ჟოზეფ ბორელის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება.