ევროკავშირი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
ევროკავშირი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 14 სექტემბრის 20:00 საათიდან შევიდა ძალაში.
ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენთვის იმედისმომცემია ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამ დრომდე სრულდება. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, განაგრძონ ამ შეთანხმების შესრულება და მოახდინონ ჰუმანიტარული ნაბიჯების კოორდინაცია, ისეთების როგორიცაა, დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აგრძელებს მაღალი დონის შეხვედრებს და კონსულტაციებს ჟოზეფ ბორელის მანდატით. ის იმყოფებოდა ბაქოში გუშინ და დღეს ერევანშია. ევროკავშირი კვლავაც ჩართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესში, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სახით“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.