ევროკავშირი ლითონზე დაწესებული ტარიფისგან დროებით თავისუფლდება
ევროკავშირი ლითონზე დაწესებული ტარიფისგან დროებით თავისუფლდება

თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ევროკავშირი ლითონზე დაწესებული ტარიფისგან დროებით თავისუფლდება. ამის შესახებ სენატის ფინანსურ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას სავაჭრო საკითხებში წარმომადგენელმა რობერტ ლაითზერმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფები 2 მარტს გაზარდა, რაც ფოლადის იმპორტზე 25%, ალუმინზე კი 10%-ის დაწესებას ითვალისწინებს. სადავო გადაწყვეტილებას, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე საბაჟო გადასახადის დაწესების თაობაზე კი ხელი 9 მარტს მოაწერა. როგორც ის აცხადებდა, გამყიდველის ვალდებულებების შემოღება ამერიკული წარმოებისა და სამუშაო ადგილების დაცვას ისახავს მიზნად.

ტრამპის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს, ჩინეთს, ევროკავშირსა და მეზობელ კანადას.

ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, ამ გზით შტატებში იაფი ფოლადის შედინება შეწყდება, რაც ფოლადის ადგილობრივ მწარმოებლებს შეუწყობს ხელს.

მანამდე, თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთი განკარგულება გასცა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო პროექტებისთვის ადგილობრივი წარმოების ფოლადი უნდა იყიდონ.