კვიპროსის სანაპიროსთან უკანონო ბურღვითი ოპერაციების გამო, ევროკავშირი თურქეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს
ევროკავშირი კვიპროსის სანაპიროსთან თურქეთის მიერ უკანონო ბურღვითი ოპერაციების გამო, ანკარასთვის სანქციების დაწესებას გეგმავს.
„ევროკავშირი ადასტურებს ევროკავშირის საბჭოს დასკვნას თურქეთის მიერ უკანონო ბურღვით საქმიანობაზე კვიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და უდასტურებს სოლიდარობას კვიპროსს,“ – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
თურქეთმა საბურღი სისტემით აღჭურვილი ხომალდი, დაზვერვითი სამუშაოებისთვის, კვიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკური ზონის წყლებში ცოტა ხნის წინ გაგზავნა. ამ ნაბიჯს კვიპროსის ხელისუფლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.