ევროკავშირი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე 100 მილიონი დოზის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის გადაცემას გეგმავს
ევროკავშირი გეგმავს, „კოვიდ-19“-ის ვაქცინების სულ მცირე 100 მილიონი დოზა დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებს გადასცეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რომში ჯანდაცვის გლობალური სამიტის გახსნაზე განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის მიერ სხვა ქვეყნებისთვის სულ მცირე 100 მილიონი დოზის გადაცემა მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ფაიზერი“ და „ბიოენტექი“ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მათ მიერ შექმნილი ვაქცინის 2 მილიარდ დოზას საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს გაუგზავნიან.